13:21 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 17:55:59, 1540 ნახვა

კომენტარი
„სიურპრიზად აღიქვა 2 ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო პოლიტიკურ თამაშში, ადამიანში ღირებულებით განცდას ცდება“

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების პოლიტიკა უაღრესად მკაცრია.

"მესმის, რომ პოლიტიკოსებს უჩნდებათ სურვილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ გარკვეული მოვლენები, მაგრამ სიურპრიზი უწოდო და სიურპრიზად აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო, ასე ვთქვათ, შენს პოლიტიკურ თამაშში და ასეთ მოვლენას უწოდო სიურპრიზი და კიდევ „დაგვიანონსო" მსგავსი სიურპრიზები, ჩემი აზრით, ეს სცდება საერთოდ ღირებულებით განცდას ადამიანში. ის, რაც მოხდა გეგონოს სიურპრიზი და რამაც ასე შეგვძრა ყველანი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით მე შინაარსობრივ კომენტარს, როდესაც პოლიტიკური კომენტარი, სცდება ადამიანობის და ცივილიზებულობის ყველა ზღვარს, მე ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ძალადობის ფაქტებზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება. მან გადაწყვეტილების მიზეზად ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა დაასახელა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 26-29 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics