11:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 17:03:05, 2051 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, თიბისი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის დღეს გამართულ შეხვედრაზე  თიბისი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა.

შეხვედრაზე, რომელზეც სასტარტო კაპიტალის რეფორმისა და ჭარბვალიანობის პრობლემის შესახებ ისაუბრეს, ბანკებმა სამართლიანი თამაშის წესების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.

როგორც ბანკის  დირექტორებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს შორის საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მათივე თქმით, ყველას ინტერესშია, იმ პარამეტრების დროულად გამოვლენა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ და საბანკო სექტორმა ერთობლივი მუშაობით არსებული პრობლემები უნდა აღმოფხვრან.

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, იმედი გამოთქვეს, რომ  სასტარტო კაპიტალის რეფორმის განხორციელების შედეგად, შემცირდება რისკები და საპროცენტო განაკვეთები სესხებისთვის, რაც ბიზნესისთვის დამატებით ფინანსურ რესურსებს ხელმისაწვდომს გახდის.

მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმა საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში.

მამუკა ბახტაძის უწყებაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ჭარბვალიანობის პრობლემის შესახებაც იმსჯელეს. საბანკო სექტორის წარმნომადგენლების თქმით, ამ მიმართულებითაც  კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც  დადებით შედეგს გამოიღებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics