12:10 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 16:42:40, 1719 ნახვა

კომენტარი
ზარდიაშვილი: გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეწყალებასთან დაკავშირებით არაკვალიფიცურს უწოდებს. 

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, ბარნოვზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უდო-ზე უარი 6-ჯერ ეთქვა, თუმცა პრეზიდენტმა ის მაინც შეიწყალა.

"შეწყალებების საკითხებში ჩვენ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის ალბათ, რადგან იმდენად არაკომპეტენტურად ან არაკვალიფიციურად აქვს შეწყალების კომისიას და თვითონ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეწყალებები გაკეთებული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სუბიექტური ინტერესიც ჰქონდეს ამ შეწყალებებში, რადგან არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ეს შეწყალებები. ჩვენ ვნახეთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უდო-ზე 6-ჯერ აქვს უარი ნათქვამი პრეზიდენტისთვის ბაქრაძის შეწყალებაზე. ეს ადამიანი არის შეწყალებული ძალადობრივ დანაშაულზე. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა", - განაცხადა ზარდიაშვილმა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics