2018-04-16 15:07:24, 1942 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი: ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს
ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს, - ამის შესახებ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დამასკოზე ზეწოლა ოფიციალურმა მოსკოვმა და თეირანმა მოახდინონ. "დღეს მთავარი განსახილველი საკითხი სირია იქნება. ევროკავშირის საბჭო მიიღებს შემაჯამებელ განცხადებას. ჩვენ დავადასტურებთ ერთობლივ პოზიციას, რომელიც წინა დღეებში 28 წევრის სახელით გამოვაქვეყნე, განსაკუთრებით კი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენს რეაქციაზე. ჩვენ ვიმუშავებთ ბრიუსელში მომავალ კვირას დაგეგმილი კონფერენციის მოსამზადებლად. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ გაეროს ხელმძღვანელობით პოლიტიკური პროცესის განახლებას ბიძგი მიეცეს. მომავალ კვირაში ჩვენ ვუმასპინძლებთ 70-ზე მეტ დელეგაციას, რომლებიც გაეროსა და ევროკავშირის თავმჯდომარეობით კონფერენციას დაესწრებიან. კონფერენცია ჰუმანიტარული საკითხების გარდა მიმართული იქნება სირიის შინაარსიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების განახლების გზების ძიებაზე. ჩვენ მუდამ ვაწყდებით წინააღმდეგობას სირიის რეჟიმის მხრიდან ჟენევაში შინაარსიანი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდეთ რუსეთსა და ირანს, განახორციელონ ზეწოლა დამასკოზე, ჟენევაში გაეროს ხელმძღვანელობით სერიოზული დისკუსიის დასაწყებად. როგორც იცით, ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, დავიწყოთ სირიის რეკონსტრუქციის დაფინანსების დაგეგმვა, რასაც სჭირდება უზარმაზარი რესურსები. თუმცა, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება მოლაპარაკებების მყარი პროცესი ჟენევაში. სირიაში მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ხალხი იტანჯება და იღუპება. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ეს შეაჩეროს“, – განაცხადა მოგერინიმ. მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხრიდან ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებისადმი სრული მხარდაჭერა. მისი თქმით, შეხვედრაზე მინისტრები ირანის საკითხსაც განიხილავენ. „ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ აცხადებს, რომ შეთანხმების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ეს არის ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესი, რომელსაც მივყვებით“, -აღნიშნა მოგერინიმ. ავტორი: , „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|