20:31 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 12:34:32, 1496 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26,0 პროცენტიდან შემცირდა 2017 წელს 24.6 პროცენტამდე, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ზომის შემცირებით, ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია და ეს ტრენდი გაგრძელდება. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, გაზრდილი შემოსავლებით, იმპორტზე ნაკლები დამოკიდებულებით, გაზრდილი საექსპორტო პოტენციალით, შემცირებული მოწყვლადობით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას,"  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი.

პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა. 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics