17:55 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 11:59:06, 1411 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას

ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური მიზნების მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ სსფ-ის  პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას და ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს.

„მსურს აღვნიშნო ის ძირითადი ფისკალური მიზნები, რომელიც დავისახეთ სსფ-სთან პროგრამის ფარგლებში. პირველი ესაა მიმდინარე ხარჯების კონტროლი, მეორე-კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და მესამე - დეფიციტის შემცირება. ამ მიზნებმა უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მისი გაძლიერება და მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინკულზიური ზრდა, ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რაც წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics