11:21 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 15:32:40, 1412 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია: ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან

„დარწმუნებული ვარ დამნაშავე დაისჯება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და  სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

„არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და ამავე დროს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ჩვენს ერის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ ტატუნაშვილების ოჯახის ტრაგედია, ისევე როგორც თავის დროზე არ იყო მხოლოდ ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია. ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა აღდგება და გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან.

მჯერა, რომ ჩვენი ერი დაირაზმება, ამ ტკივილსაც გადაიტანს და კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისაკენ სვლას.

მინდა დავიჯერო, რომ ტატუნაშვილი იყო  ბოლო მსხვერპლი ამ ძალიან რთულ და ფაქიზ გზაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისი კაპიტალი“ Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics