02:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 15:21:18, 1595 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: მთავარი ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილისთვის ღირსეული პატივის მიგების შემდეგ, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მისი მკვლელების დასჯა იქნება.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, საქართველომ პარტნიორებთან ერთად უნდა აამოქმედოს ყველა ინსტრუმენტი, რათა მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს.

"დღეს ყველანი უნდა ვიყოთ პირველ რიგში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდში. რა თქმა უნდა ამის შემდგომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება. ერთის მხრივ იმის გამო, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე და მეორეს მხრივ ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმისათვის, რომ მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენდა სამწუხაროდ ხდება ჩვენს ტერიტორიაზე", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან უკვე გამოასვენეს. მას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ცოტა ხანში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics