15:05 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 13:51:15, 1220 ნახვა

სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს

სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს. პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შეცვალა.

მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ლევან იზორიამ სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილ უფროსს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წელს ქვედანაყოფში რეგიონული პრინციპით რეორგანიზება იგეგმება.

უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი რეფორმების შედეგად ამაღლდება სპეციალური ოპერაციების ძალების ნატოსთან თავსებადობა, ჩამოყალიბდება სპეციალური ოპერაციების ტაქტიკური ჯგუფები, რომლებსაც შტაბების კომპონენტების მეშვეობით ავტონომიური ოპერირების უნარი ექნებათ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობებს ქმედით და ეფექტურ დახმარებას აღმოუჩენენ. აღნიშნული რეფორმების მიზანია მობილური, უფრო ბრძოლისუნარიანი დანაყოფების ჩამოყალიბება, ასევე მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა.

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.

ღონისძიების დასასრულს საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ქოლინ ჯ. კილრაინი და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ვოისცეკ მარჰვიცა დაესწრნენ.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე: ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics