01:03 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 15:40:28, 3484 ნახვა

საზოგადოება
„გვიშველეთ რამე, გვხოცავენ!“ - ქუვეითის აეროპორტში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ოჯახთან დაკავშირება მოახერხა, აცხადებს, რომ არაადამიანურად ეპყრობიან, სცემენ და მათ უფლებებს არღვევენ.

"ექსპრესნიუსი" დაკავებულის დას დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, მისი ძმა ქუვეითის აეროპორტში გუშინ დაუსაბუთებულად დააკავეს.

მანვე დასძინა, რომ დაკავებულ მოქალაქეებს არანაირი დარღვევა მანამდე არ ჰქონიათ.

"4 ახალგაზრდა არის ჩასული ქუვეითში ერთ-ერთ კუნძულზე. ჩემი ძმა არის სპორტსმენი, არაჩვეულებრივი ისტორიის მქონე ადამიანი, არანაირი პრობლემა მას არასდროს არ შექმნია. ის ქუვეითში ერთი კვირით დასასვებელად ჩავიდა. დღეს გამთენიისას, 04:00 საათზე უნდა ჩამოსულიყო თბილისში. როცა კონტაქტზე არ გამოვიდა რა თქმა უნდა რაღაც ვიეჭვეთ. ვეკონტაქტებოდი Viber-ში და მითხრა, რომ საზღვარზე აგვიყვანესო და შემოწმებაზე გადავყავართო. თვითონვე დამაწყნარა, საშიში არაფერია, ალბათ საბუთებს შეგვიმოწმებენო და წამოვალთო. გარკვეული დროის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოსულა. შემდეგ მომწერა და მითხრა, რომ არც თარჯიმანი მოჰყავთ ჩვენთან და არაფრად არ გვთვლიანო. ამ მიმოწერის შემდეგ რამდენიმე საათში ისევ დამეკონტაქტა და მითხრა, რომ უმოწყალოდ სცემენ - არ შემოდიან კონტაქტში და გვცემენო. რომ იცოდეთ ფიზიკურად რამხელაა, წარმოუდგენელია ჩემ ძმას ფიზიკურად მოერიო - ჩათვალეთ, რომ მთელი ქუვეითის პოლიცია ადგას ამ 4 კაცს თავზე და ურტყამენ უმოწყალოდ. მივდივარ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რადგან მინდა რამე გავარკვიო. რაც მთავარია დაკავების მიზეზად არაფერი არ დაუსახელებიათ. გაჩხრიკეს და ვერაფერი ვერ აღმოუჩინეს, საბუთებიც და ისტორიაც სუფთა ჰქონდათ. ერთი კვირის წინაც იყო ჩასული და მაშინ მშვიდობიანად დაბრუნდა. დაკავების მიზეზი არის აბსოლუტურად გაურკვეველი. ბოლოს მომწერა - გვიშველეთ რამე გვხოცავენო. თვითონ ფიზიკურად დიდია, მაგრამ ის ბიჭები არ არიან ისეთები რომ თავი დაიცვან. მგონი ერთ-ერთს ასთმაც სჭირს. მათ რომ რამე დაემართოთ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება", - განაცხადა დაკავებულის ოჯახის წევრმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

„ექსპრესნიუსი“ დაკავებულების შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევას საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics