17:29 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 13:56:51, 1318 ნახვა

კომენტარი
ნილს სკოტი: რაც „რუსთავი 2“-თან მოხდა მიუღებელია - იმედია, ხელისუფლება ამის განმეორებას აღარ დაუშვებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, იმის მიუხედავად, კონკრეტული ჯგუფი ეთანხმება თუ არა ჟურნალისტის ნათქვამს.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევას სათანადო ყურადღებას მიაქცევს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას არ დაუშვებს.

"ის რაც მოხდა გუშინ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად მიუღებელი. შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო იმას, რაც თქვა ჟურნალისტმა, თუმცა ძალადობა დაუშვებელია. ასეთი ქმედება არის მიუღებელი. ჩემი ინფორმაციით "რუსთავი 2"-ში მიმდინარეობს შიდა პროცედურა ჟურნალისტის ნათქვამთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან კარგი, რომ ტელევიზია თავად აგვარებს ეთიკურ საკითხებს, მეორეს მხრივ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაცრ ყურადღებას მიაქცევს ამ შემთხვევას და აღარ დაუშვებეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას“, - განაცხადა ნილს სკოტმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics