2018-03-20 12:57:47, 2925 ნახვა
სამართალი
უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
პორტალ Numbeo-ს 2018 წლის კვლევის თანახმად, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2 პუნქტით გაუმჯობესდა. კერძოდ, გასულ წელს, უსაფრთხოების კუთხით საქართველო მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-7 (79,17) ადგილზე იყო, ხოლო წელს მე-5 (79.65) ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება დანაშაულის ინდექსს, საქართველოში კრიმინალის დონე კვლავ დაბალია (20.35). უსაფრთხოების რეიტინგში ლიდერობს იაპონია, სადაც დანაშაულის ინდექსმა 13.10 შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების ინდექსმა 86.90. ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდნენ კატარი, სინგაპური და გაერთიანებული საემიროები. ყველაზე უარესი მაჩვენებლები გააჩნიათ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ტრინიდადი და ტაბაგო. რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, აზერბაიჯანი მე–23 ადგილზეა, სომხეთი — მე–17, თურქეთი — 52–ე, ხოლო რუსეთმა 65–ე ადგილი დაიკავა. ქალაქების უსაფრთხოების რეიტინგში თბილისი მე-16 ადგილზეა ( 80.19). დედაქალაქს დანაშაულის ინდექსში 19.81 ქულა აქვს, რაც კრიმინალის ძალიან დაბალი დონის მაჩვენებლია. ავტორი: , NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
|
ომი უკრაინაშიReuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|