20:53 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 11:50:12, 2109 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლა სარკოზი დააკავეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მისი საარჩევნო კამპანიის ფინანსირების საქმესთან არის დაკავშირებული.

მანამდე Reuters-ი წერსა, რომ სარკოზი 2012 წელს წინასაარჩენო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგებოდა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლიტიკოსმა, პარტიასთან ერთან, კამპანიისთვის გამოყოფილი თანხების მაქსიმალური ლიმიტი მნიშვნელოვნად გაზარდა და წინასაარჩევნო საქმიანობისთვის 22 მილიონის ნაცვლად, 40 მილიონი დახარჯა. აღნიშნული ოპერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,პიგმალიონის” საშუალებით განხორციელდა. თავად კომპანიაში თაღლითობისა და არასწორი განცხადებების შესახებ აღიარეს. 

ცნობისთვის, ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლამდე იკავებდა. მანამდე სარკოზი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics