22:44 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 19:11:01, 2292 ნახვა

მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია

პეტრო პოროშენკო ანექსირებულ ყირიმში გამართულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს.

უკრაინის პირველი პირი განმარტავს, რომ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინის არჩევნები იქნება ლეგიტიმური. მისივე თქმით, რუსეთის საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ კომპეტენციას მოკლებულია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ამ არაკანონიერ არჩვენებს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა. ეს იყო არაკანონიერი რადგან ოკუპირებულ ყირიმშიც ჩატარდა.  ერთადერთი პრეზიდენტი რომელსაც ყირიმი აირჩევს, უკრაინის პრეზიდენტი იქნება“,-განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აღნიშნული არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმშიც ჩატარდა. ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოსტს ისევ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს. მან არჩევნებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ამომრჩეველთა ხმების 76.66% მიიღო.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics