16:30 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 15:54:45, 2085 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით, ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს

ევროკავშირი სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მოგერინის თქმით, მას ევროკავშირის ერთიანობის სჯერა.

"დღევანდელი შეხვედრა დაიწყება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშით, რაც სოლსბერიში 4 მარტს მომხდარ ინციდენტს და ამ საქმის გამოძიებას ეხება. ევროკავშირი სოლიდარობას გამოუცხადებს ლონდონს. ყოველთვის მჯერა ევროკავშირის ერთიანობის“, – განაცხადა მოგერინიმ.

ცნობისთვის, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს
ლაზარე გრიგორიადისი - ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics