13:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 18:10:05, 2530 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ „გლობალური ფულის კვირეულს“ შეუერთდა

„ლიბერთი ბანკმა“ „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში საქართველოს სამ ქალაქში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ოზურგეთში  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეხვედრები გამართა.

ბანკის რეგიონალური ფილიალების მმართველებმა მოსწავლეებს  საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლის მიზანია მომავალ თაობებში ფინანსური განათლების ამაღლება.

,,ამ შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის შეგვექმნა ზოგადი წარმოდგენა ბანკზე, ფულზე და ფულის ხარჯვისა და დაგროვების თავისებურებებზე. ჩვენთვის სასიამოვნოა მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება საბანკო პროდუქტებისა და  მომსახურების შესახებ.  ძალიან საინტერესოდ წარიმართა მათთან დიალოგი, რომელიც იმედს ვიტოვებთ მათ სამომავლოდ დაეხმარებათ საკუთარი ფინანსები გონივრულად მართონ“, - განაცხადა გურიის რეგიონალური ფილიალის მმართველმა, გიორგი აბსარიძემ.

„გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება.

აღნიშნული კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინირებით ტარდება და  წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია".

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics