03:50 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 14:30:22, 1941 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონალურ ცენტრად ციფრული ეკონომიკისთვის

"საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონალურ ცენტრად ციფრული ეკონომიკისთვის“, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა,  მამუკა ბახტაძემ, დღეს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა,   

მისი თქმით,  ციფრული აბრეშუმის გზის განვითრების იდეა გულისხმობს ერთიანი ციფრული ბაზის შექმნას,  რომელიც საშუალებით, მოხდება ციფრული პროდუქტის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილება, რაც თავის მხრივ, საქართველოში ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების გაჩენის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

ბახტაძის განცხადებით,  ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. 

„უახლოეს პერიოდში, შეიქნება საერთაშორისო კონსორციუმი, სადაც შევლენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. ასეთ დროს, ბუნებრივია, უნივერსიტეტისა და ზოგადად, აკადემიური წრეების, ჩვენი ახალგაზრდების, ვინც არიან დაინტერესებულები თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიებით ჩართულობას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.  ამ ყველაფერმა, უნდა მოგვცეს ის ენერგია, რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი ციფრული პროდუქტი, რომელზეც იქნება მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში არსებობს ნიჭი, ტალანტი და რაც მთავარია, სტრატეგია, რომ ვიყოთ წარმატებულები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზების და ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანია, საქართველომ, როგორც  თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics