2018-03-13 23:42:10, 1449 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: რუსეთის განცხადება არ იყო კორექტული იმ ფონზე, რაც პრემიერმა გააკეთა
„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან-ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, განცხადებაში ასახულია უმნიშვნელოვანესი პრინციპები - დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. ამ განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან-ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი, რომელსაც თან ახლავს პრინციპები და ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრინციპები: ეს არის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა. ეს პრინციპები დაკავშირებულია, ასევე, ჩვენს დასავლურ კურსთან და ეს ყველაფერი არის ის, რასაც ეფუძნებოდა, ასევე, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის განცხადება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მხრიდან საპასუხოდ გაკეთებული განცხადება კონსტრუქციული და კორექტული არ იყო, მით უმეტეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე. „რაც შეეხება რუსულ რეაქციას, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არ არის მოსაწონი. შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა პროგნოზი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, მთავარია, რომ მუდმივად დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა დიალოგისთვის და ეს სულისკვეთება იყო ჩადებული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. რა თქმა უნდა, განცხადება არ იყო კონსტრუქციული, არ იყო კორექტული, მით უმეტეს, იმ ფონზე, რა განცხადებაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა პასუხი, სხვადასხვა რეაქცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ეს მიდგომა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიცვლება და რუსეთის ფედერაცია, იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენს პრაგმატულ მიდგომას ასევე პრაგმატული მიდგომით და რაციონალური მიდგომით უპასუხებს",-განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. ავტორი: , „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციამ პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა
აშშ- მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს
„გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს“ - აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან
„დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება“ - აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას“ ერთსაათიანი ვადა მისცეს
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|