06:02 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 18:39:39, 1710 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: ჩვენ ვიცავთ ბალანსს მოქალაქეებისა და პოლიციელების უფლებების დაცვის მიმართულებით

ჩვენ  ვიცავთ ბალანსს  ერთის მხრივ ბრალდებულის უფლებების დაცვისა და მეორეს მხრივ ჩვენი პოლიციელების უფლებების და ღირსების დაცვის მიმართულებით,-ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები გააცნო.

მისი თქმით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქცია მკაცრდება:

"აქ საუბარია მიდგომებზე და შსს-მ გამოხატა ძალიან მკაფიო პოზიცია, როდესაც დავიწყეთ მუშაობა, პირველ რიგში ბრალდებულის უფლებების დაცვის მიმართულებით და დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართულებით გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. დავაანონსეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტი, შევქმენით ახალი დეპარტამენტი, რომელიც მუშაობას უკვე კარგად შეუდგა და სამუშაო რეჟიმშია გადასული. ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ და აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პროცესში. ტექნოლოგიებს განვაახლებთ და ჩვენი პოლიციის თანამშრომლები სამხრე კამერებით იქნებიან აღჭურვილი. ანუ, ჩვენ დავიცავით ბალანსი, რომლის დაცვაც აუცილებელია ერთის მხრივ ბრალდებულის უფლებების დაცვის მიმართულებით და მეორეს მხრივ ჩვენი პოლიციელების უფლებების და ღირსების დაცვის მიმართულებით. ამ ფონზე მოვამზადეთ ეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციის გაზრდას, საუბარია ჯარიმის გაზრდაზე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში და დიახ, ვფიქრობთ, ის ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს ყოველდღიურ რეჟიმში ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ, ასეთი ადამიანების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მხოლოდ ჯარიმას 250 ლარის ოდენობით არ უნდა ითვალისწინებდეს. სანქცია გავზარდეთ 1000 ლარიდან 4000 ლარამდე და ვფიქრობთ,ეს არის იმ ქმედების ადეკვატური, რომელსაც ეს მუხლი მოიცავს",-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics