2018-03-13 17:45:21, 1460 ნახვა
კომენტარი
დე-ფაქტო საგარეო მინისტრი: ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა. Apsnypress-ის ინფორმაციით, კოვემ აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ რეალურ ნაბიჯეს, რათა კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს. „ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი ასეთი ტიპის განცხადება საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ქართულ მხარეს არ ესმის არსებული პრობლემები და კატეგორიულად უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის დადებაზე. ჩვენი თვალსაზრისით, ასეთი ტიპის დოკუმენტის მიღება კარგი საფუძველი იქნებოდა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით“, - აღნიშნა დაურ კოვემ. დე-ფაქტო საგარეო მინისტრის შეფასებით, ჟენევის დისკუსიები სტაგნაციაშია და მრავალი წლის განმავლობაში შედეგის მომცემი არაა. "იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარის რეალურ მზაობას დავინახავთ სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ჩამოსაყალიბებლად, მაშინ მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ქართული მხარე პოლიტიკურ ნებას გამოავლენს", - დასძინა კოვემ. ავტორი: , პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|