16:01 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 15:52:22, 2036 ნახვა

ეკონომიკა
2018 წლის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 34.38%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ორი თვის განმავლობაში,საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 500 709 მგზავრი, რაც 34.38 %-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (372 619 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

•         2018 წლის 2 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 433 202 მგზავრს მოემსახურა, რაც 37.54%-ით (118 231 მგზავრით) მეტია, ვიდრე2017 წლის იანვარ-თებერვალში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (314 971 მგზავრი);

•         ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 6.69%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 48 890 მგზავრი - 3 064 მგზავრით მეტი ვიდრე 2017წლის პირველი ორი თვის განმავლობაში.

•         ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 18 129 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 67.06%-ით (7 277 მგზავრით) მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე;

2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 470 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. მონაცემები ასეგამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 2 652, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 2 395, ხოლო ჩარტერების 257. წინა წლისანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 21.54%-ს შეადგენს.

8.63%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ორი თვის მონაცემებით ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 19 727,ხოლო წელს, ორი თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 21 430 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics