2018-03-13 11:14:58, 1049 ნახვა
რეგიონი
ბათუმში „სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის“ საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
13–15 აპრილს საგამოფენო კომპანია ,,GEONET EXPO’’ ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ მეორე საერთაშორისო გამოფენას „EXPOMED BATUMI 2018” ჩაატარებს. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაცია იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები. საერთაშორისო გამოფენა ,, EXPOMED BATUMI 2018 ’’ ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. მოწვეული იქნება სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები. ,,EXPOMED BATUMI 2018 ’’ თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა/რ მთავრობა, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალურუ დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, მედია მხარდამჭერი - აჭარის ტელევიზია , „ტვ -25“ და გაზეთი „აჭარა“. #EXPOMEDBATUMI2018
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/expobatumi/
(NS)
ავტორი: , |
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|