20:39 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 21:28:26, 3542 ნახვა

პოლიტიკა
„რუსეთი მზადაა, იმდენად წინ წავიდეს ამ პროცესში, რამდენადაც თბილისი ამისთვის მზადაა“, - რუსეთის საგარეო უწყების პასუხი კვირიკაშვილს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას უპასუხეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ  ყურადღებით გაეცნენ საქართველოს მთავრობის მეთაურის  განცხადებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადებით,   არავის  უნდა ეპარებოდეს  ეჭვი, რომ  რუსეთი  როგორც ადრე, ახლაც  დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით.

"რუსეთი მზადაა იმდენად წინ წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზადაა თბილისი. კვირიკაშვილის მიერ  ნახსენები  ჟენევის დისკუსიის პროგრესისკენ სწრაფვა, აჩენს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის თვეში, შემდეგი რაუნდის დროს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სხვა მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარუძღვება საქართველოს დელეგაციას ჟენევაში.

არ შეიძლება არ მივესალმოთ სწრაფვას პირდაპირი დიალოგისადმი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის წამრომადგენლებთან. სწორედ  ესაა იმ საკითხების დარეგულირების  რეალური გზა, რომელიც  საქართველოს აწუხებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ჩარჩოებს მიღმა არსებობს.ეს ეხება, კერძოდ, სამწუხაროდ მომხდარ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე ა. ტატუნაშვილთან დაკავშირებით“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ  განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რამდენიმე დღის წინ  განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართა.

მთავრობის მეთაური  რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს:

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა  ქართველი ხალხის ცნობიერებასა და  საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები.   მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics