2018-03-08 14:00:26, 3114 ნახვა
კულტურა
აფხაზეთის საგუნდო კაპელამ ზუგდიდში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა. კონცერტის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მათ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მიულოცა. „როგორც ერთი თვის წინ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დაგპირდით, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი სახელგანთქმული აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელა, რომელსაც ნიჭიერი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს და ამ საჩუქრით მინდა მოგილოცოთ ქალთა საერთშორისო დღე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაირა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურება. (NS) ავტორი: , |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|