14:16 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 19:23:53, 1944 ნახვა

საზოგადოება
სუს-ი: დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი „გულის შეტევაა“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. ცხელი ხაზის მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“, - ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგელების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე- ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უმოკლეს ვადაში გათავისუფლება. დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება და სხვადასხვა ღია საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოსი ერის ე.წ. გენოციდში არის გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

2018 წლის პირველ მარტს ჩანიშნულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა სოფ. ერგნეთში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უკანონო დაკავების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ჩვენი შეფასებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მაქსიმალური მობილიზება, რათა მოხდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაციის მყისიერ მიწოდებას, როგორც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის", - მათქვამია უწყების განცხადებაში. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics