14:35 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 17:02:09, 1736 ნახვა

ეკონომიკა
შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება

"უმსხვილესი თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი" საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს, 75 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს",- ამის შესახებ თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჩალიკ ენერჯის" დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად „ჩალიკ ენერჯი" 75 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50 მეგავატიანი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში", - განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თავის მხრივ, აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ სჯერა საქართველოსი და მისი მომავლის. მისივე თქმით, „ჩალიკ ენერჯის" განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი თურქეთში წარმატებული იქნება.

„დღეს საქართველოდან ძალზე ძვირფასი დელეგაციაა ჩამოსული, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და რაც მთავარი იყო, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი" საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება 50 მეგავატით. ჩვენ გვჯერა საქართველოსი.", - აღნიშნა აჰმედ ჩალიკმა.

„ჩალიკ ენერჯის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმედ ჩალიკთან შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა და ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე, ასევე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი თორნიკე რიჟვაძე.

ქარის ელექტროსადგურის პროექტს „ჩალიკ ენერჯი" საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით განახორციელებს.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში KIABI–ის პირველი ფილიალი გაიხსნა
ტუსკი - პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად Patriot-ის კომპლექსის მარაგი არ აქვს, მაგრამ სხვა ხერხებით დაეხმარება
ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - „თიბისი დაზღვევა“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics