13:32 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 15:19:16, 716 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის ა/რ მთავრობაში დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს და იმსჯელეს:

• განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მინიჭების შუამდგომლობის აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლების მერიისთვის გადაცემის შესახებ; 

• ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრების დამტკიცების შესახებ;

• ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების საკითხზე, რაც მოიცავს, ისტორიული განაშენიანების ურბანული ქსოვილის შენარჩუნებასა და ახალი მშენებლობების სიმაღლეების შეზღუდვას.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ამიერიდან ქალაქ ბათუმის მერიას ექნება. მერიას გადასცემს ამავე ექსკლუზიურ უფლებას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც და პროცესს სრულად ქალაქ ბათუმის მერია გააკონტროლებს.

„ჩვენი მიზანია გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართელობა და სწორედ მერიას ჰქონდეს უფლება ბოლომდე აკონტროლოს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, მერიას დასჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ გადაწყვიტოს რა ფორმით მოხდება საკითხის დარეგულირება, თუმცა ერთი რამ არის მთავარი - პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჯეოგრაფიკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცებაზე ისაუბრა. როგორც ლაშა კომახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება საჯარო შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან.

დღევანდელ შეხვედრას, მერის ინიციატივით, წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებთან, სადაც მოწვეულები იყვნენ დარგის სპეციალისტები, ურბანისტები და ქალაქმგეგმარებლები. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში არსებული მდგომარეობის ადგილზე დათვალიერება, შეფასება და განხილვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკვე წარუდგინა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას. კერძოდ, ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონასთან დაკავშირებით განისაზღვრა:

• პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი;

• პროექტის შეფასება განხორციელდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით;

• მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მაცხოვრებლებისთვის.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics