21:47 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 14:07:17, 1524 ნახვა

კომენტარი
კელი: მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია აუცილებელი კომპონენტია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია აუცილებელი კომპონენტია.

ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს მთავარი საფრთხე რუსეთია, ხოლო ქვეყნის შიგნით არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ოპოზიცია ჩიხში მოიქციოს.

როგორც კელიმ აღნიშნა, ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფლება, თავისი მოსაზრება გამოხატოს.

 "მე დავეთანხმები ხელმძღვანელის განცხადებას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი სხვადასხვა შეთანხმებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარები უნდა გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, უკვე 10 წელი გავიდა კონფლიქტის შემდგომ და მისი ჯარები კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლოაბს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება მეორე საკითხს ამ განცხადებისა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი კომპონენტი. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება და იყოს თავისუფალი მონაწილე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა. შესაბამისად, მე მჯერა, რომ საქართველო მზად არის ამისთვის. არსებობს და უნდა არსებობდეს პოლიტიკური სურვილი რეფორმების გაგრძელების და პლურალისტული გარემოს შექმნის, სადაც ყველა ძალას ექნება მოსაზრების გამოთქმის საშუალება", - განაცხადა იან კელიმ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics