14:15 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 12:15:34, 1679 ნახვა

საზოგადოება
გვარის შეცვლასთან დაკავშირებით პროცედურები გამკაცრდება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით პროცედურები გამკაცრდება.

მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე მოქალაქეებს აქვთ უფლება გვარი რამდენჯერმე შეიცვალონ, რაც შენგენის ზონაში გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

"იუსტიციის სამინისტროში ჩვენ დავასრულეთ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაამკაცრებს საქართველოშო გვარის შეცვლის საკითხს, თუკი პარლამემტისა და მთავრობის მიერ ეს პროექტი გაზიარებული იქნება. როგორც იცით, გვარის საკუთარი ნებით შეცვლა ისედაც არის აკრძალული, მაგრამ შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს ქმრის, დედის, ბებიის, ან აღმავალი შტოს წინაპრის გვარი. არ არის შეზღუდული თუ რამდენჯერ შეიძლება ეს გააკეთოს. ვფიქრობთ, რომ ეს წესი არის გასამკაცრებელი, რადგან ზედმეტად ლიბერალურია. ჩვენ სხვადასხვა საელჩოებიდან და საკონსულოებიდან ჩვენი კონსულები გვწერენ და გვიხსნიან, რომ არა ერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქე ამით სარგებლობს, როდესაც ერთი გვარით ჩაიდენს შენგენის ზონაში დანაშაულს, მერე ბრუნდება საქართველოში - მიიღებს ნათესავის გვარს და ამ ახალი გვარის პასპორტით შედის შენგენის ზონაში. ჩვენ ამას აღვკვეთთ წესების გამკაცრებით",-განაცხადა თეა წულუკიანმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics