05:48 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 11:21:19, 1582 ნახვა

საზოგადოება
თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმს - CONNECT 2018-ს მასპინძლობს

20-22 თებერვალს, თბილისში ევროპის საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება გაიმართება.  ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ამ ფორუმს მასპინძლობს, მნიშვნელოვანი წარმატებაა.

„დაახლოებით რვა თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო მონაწილეობა შერჩევის პროცესში და გავმხდარიყავით CONNECT 2018-ის რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძლები. ფორუმი წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და  თვით ის ფაქტი, რომ მოვიპოვეთ ამ ღონისძიების მასპინძლობის უფლება, უკვე დიდი წარმატებაა და მოწმობს ჩვენი ქვეყნისადმი მზარდ ინტერესს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმზე უკვე დარეგისტრირდნენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.

CONNECT2018-ის ფარგლებში, 20 თებერვალს სასტუმრო „ბილტმორში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ბუტომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მხარეებმა განაცხადეს, ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ქეთევან ალექსიძის თქმით, ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მას მეტი ავიამიმართულებები დაემატოს.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics