16:44 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 09:40:22, 1837 ნახვა

სამართალი
ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე პროცესი დღეს განახლდება.

საქართველოში ჩაბუქის თემაზე ვიზიტად მყოფი კონგრესმენები:  პატრისიო რიბოლა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დები როდელა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დევიდ კილგური (ფედერალური მთავრობის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი) და ვენდი ტეილორი ("Global Youth Food Project"-ის აღმასრულებელი დირექტორი) სასამართლო პროცესს დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს რამოდენიმე შეხვედრა აქვთ ჩანიშნული ჩაბუქის თემაზე, მათ შორის შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. კონგრესმენები დედაქალაქს დღეს ღამით დატოვებენ.

შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics