17:58 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 14:38:12, 1888 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი შეუშალოს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი შეუშალოს.

როგორც სტოლტენბერგმა მინუხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

"ტრანსატლანტიკური ალიანსი რჩება ყველაზე ეფექტიან, ძლიერ და საიმედო ალიანსად. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ყოველთვის მზად ვართ საჭირო დროს საჭირო ზომები მივიღოთ. ერთად ვმუშაობთ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ასევე ავღანეთში, ერაყში, საქართველოში, უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთში. ვატარებთ წვრთნებს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ რუსეთი ახდენს ბრთვული შესაძლებლობების მოდერნიზებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია. რაც შეეხება ჩვენს მოკავშირეებს, ჩვენ საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ნატო-ს უკვე აქვს საქართველოში ერთობლივი წვრთნების ცენტრი. მხარდაჭერას სხვა მიმართულებითაც გავაგრძელებთ", - განაცხადა სტოლტენგერმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენში რიგით 54-ე უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა
Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
მედია - რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს
ფინანასთა სამინისტრო - ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics