09:09 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 19:58:03, 1207 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მიზანია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოციალური გავლენა შეიძინოს და ეს მიზანი შესრულდება

"ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი - გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეიძინოს. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, მედიაორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პოლიტიკური შტურმი მიმდინარეობს.  

„ამ პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ვხედავთ, ვაკვირდებით რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. უკვე აღვნიშნე დღეს სხდომაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარებას თუ გავაუმჯობესებთ, თორემ იქ რაიმეს გაუარესება შეუძლებელია. წლების განმავლობაში, ათეულობით მილიონი იხარჯებოდა ჩვენი გადამხდელების ფული იმაზე, რომ დაწერილიყო ნულოვანი რეიტინგი და ამას ყველა გულგრილად უყურებდა, მათ შორის, ის ადამიანები, რომელებსაც მიტანილი აქვთ შტურმი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი - გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ შეიძინოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისი თქმით,  მიზნის მისაღწევის  ერთ-ერთი ინსტრუმენტი  საკანონმდებლო ცვლილებები იყო. 

 „სწორედ ამას ემსახურებოდა ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა რეკლამასთან, შესყიდვებთან დაკავშირებით. ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, ვიტყვი დღეს, რომ მე დავრწმუნდი ჩემი არგუმენტების წყების სისწორეში. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გაუმჯობესდება ვითარება იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გაურესებით არაფერი არ გაუარესდება. ანუ არ მიადგება ზიანი არავითარი ფორმით და ხარისხით კერძო ტელე-მაუწყებლებს. ამაში დავრწმუნდით იმ მსჯელობის საფუძველზე, რომელიც დღეს წარიმართა. საპირისპირო მყარი არგუმენტები ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ",- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, პოლიტიკურ შტურმს აქვს ახსნა, თუმცა გაუმართლებელია. მისივე თქმით, აღნიშნულში არა მხოლოდ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი იღებდა მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ტელეკომპანია „კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და „რუსთავი 2"-ის  იურისტი თამთა მურადაშვილი კონკრეტულ პარტიულინტერესებს ატარებენ.
„მე ზოგადად ვსაუბრობდი პოლიტიკურ შტურმზე და ამ შტურმის მონაწილეები არიან არამხოლოდ ეს სუბიექტები, ანუ, ასე ვთქვათ, პარტიული აქტივი, რომელსაც წარმოადგენდა ამ შემთხვევაში როგორცჯანგირაშვილი, ასევე, მურადაშვილი, ამ შტურმის მონაწილეები არიან სხვა მონაწილეებიც. ეს შტურმი არის ახსნადი. ახსნა აქვს მას პოლიტიკური, თუმცა, გამართლება არავითარი არ აქვს. არ შეიძლება,ეწინააღმდეგებოდე იმ იდეას, რომ შენ გინდა, სოციალური გავლენა მოიპოვოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. დღეს რამდენიმე ტყუილში ვამხილეთ ჯანგირაშვილი და ეს იყო რეალურად მიზეზი, რატომაცდატოვა მან სხდომათა დარბაზი. მას მოჰყავდა, მათ შორის, არასწორი მონაცემები სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით, 25 მილიონით არის გაზრდილი ამ 3-4 წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზარი და ისაბსოლუტურად მცდარი მონაცემების მოწოდებით ცდილობდა, რომ საპირისპირო დაემტკიცებინა. ტყუილები არის ამ, ასე ვთქვათ, პარტიული აქტივის დამახასიათებელი ნიშანი. მათ შორის, ვიგულისხმეჯანგირაშვილი და მურადაშვილი, რომლებიც კონკრეტული პარტიის ინტერესებს გამოხატავენ. ეს არის ის პოლიტიკური წრე,  რომელიც ფიქრობს რევანშზე. ეს რევანში, ბუნებრივია, ვერ შედგება, თუმცა,ისინი ბრძოლას განაგრძნობენ. ისინი არიან ერთგულნი საკუთარი პოლიტიკური პარტიის მიმართ",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

ირაკლი კობახიძის თქმით, მათ  საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა ხელისუფლებაზე შტურმის მისატანად აქვთ გამოყენებული.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შესაბამისად,ის პროცესები, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მათ შორის, კანონპროექტის განხილვისსახით, ბუნებრივია, დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და ისინი ცდილობენ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შტურმის მიტანით მიიტანონ საბოლოოდ შტურმი ხელისუფლებაზე, თუმცა, ეს არის ძალიანუსუსური მცდელობა. საბოლოო ჯამში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ არ გაიფლანგოს საბიუჯეტო თანხები ჩვენი მოქალაქეების, ისე, როგორც იფლანგებოდა წლების განმავლობაში, ზუსტად იმხელისუფლების პირობებში, რომელსაც წარმოადგენენ ჯანგირაშვილი და მურადაშვილი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამავე შტურმში ჩართულია არასამთავრობო სექტორის ნაწილიც.

„არის პოლიტიკური შტურმი, მასში ჩართულნი არიან სუბიექტები, ზოგი ნებით, ზოგი უნებლიედ. მათ შორის, არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკურიინტერესები, ისინი ასოცირებული არიან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან, შესაბამისად, მათაც ამოძრავებთ პოლიტიკური ინტერესები."

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში დემპინგს გამორიცხავს.

„მე კიდევ ერთხელ განვმარტავ იმას, რაც განვმარტე იურიდიულად. შეუძლებელია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ას ლარიანი ფასი დააწესოს ათას ლარიან რეკლამაზე. ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამის იდენტიფიცირება შეუძლია აუდიტის სამსახურს, პროკურატურას. შესაბამისად, ვერავინ ვერ გააკეთებს ამას საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. აქედან გამომდინარე, არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში დემპინგს გამორიცხავს",-განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი პირადი მოსაზრება ვეტოს დაძლევაა, თუმცა, კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში მსჯელობისშემდეგ იქნება მიღებული.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ და მივიღოთ ის კანონპროექტი, რომელიც თავიდანვე მივიღეთ, თუმცა, გვექნება დამატებითი მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობასთან დასაბოლოოდ, იქ შევჯერდებით გადაწყვეტილებაზე საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს განახლდება
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა
პარლამენტის წინ სტუდენტთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics