07:47 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 15:59:41, 1443 ნახვა

კომენტარი
კილაძე: პარლამენტი შეურაცხყოფის მიყენების ასპარეზად არ უნდა იქცეს - ამას ყველა ჟურნალისტი არ ითვალისწინებს

„მსგავსი ქმედება არის ყოვლად გაუმართლებელი და პარლამენტის ინსტიტუციის უპატივცემულობის პირდაპირი დემონსტრირება“,- ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. 

კილაძე პარლამენტის თავმჯდომარის მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დესტრუქციული ქმედება  დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია.

"ასეთი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, მსგავსი ქმედება არის ყოვლად გაუმართლებელი დაპარლამენტის ინსტიტუციის უპატივცემულობის პირდაპირი დემონსტრირება. პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი აზრი, მათ შორის კრიტიკული, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არუნდა იქცეს შეურაცხყოფის მიყენების ასპარეზედ.  ძალიან სამწუხაროა, როცა ამას ყველა ჟურნალისტი სათანადოდ ვერ აფასებს და ითვალისწინებს“,-განაცხადა კილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics