13:20 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 17:14:47, 1600 ნახვა

საზოგადოება
საგზაო უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრისთვის „საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტი“ მომზადდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის თანამშრომლობით, სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში"  (კახეთი) პროექტის „შერჩეულ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება" დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს.

პროექტის მთავარ მიზანს საგზაო უსაფრთხოების სფეროში ბენეფიციარი ქვეყნებისთვის კრიტიკული ასპექტების და პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრისთვის საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტის მომზადება წარმოადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ალბანეთის საგზაო უსაფრთხოებაში ჩართულ მხარეებს და პროექტის ექსპერტებს შორის განიხილება აღნიშნული დოკუმენტის შესაძლო გამოყენების პერსპექტივები, საგზაო უსაფრთხოების სტატისტიკასთან დაკავშირებული საკითხები (მეთოდოლოგია, მონაცემთა შეგროვება, განაწილება და გამოქვეყნება) და მათი როლი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" თანამშრომლები, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები, გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის წარმომადგენლები და მომზადებული „საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის" დოკუმენტის ავტორები. შეხვედრის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში გაეროს ადგილობრივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მომზადებაში საქართველოს მხრიდან ასევე ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად დაეხმარება საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ჩართულ მხარეებს სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების უკეთ გაანალიზებაში და მათი შესაძლო გადაჭრის გზების იდენტიფიცირებაში, რის შედეგადაც გაუმჯობესდება დღესდღეობით არსებული მიდგომები ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტს ექნება აგრეთვე დადებითი ეფექტი ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics