16:16 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 16:30:21, 1499 ნახვა

საზოგადოება
კალაძე „ფორმულა 1“-ის ცნობილ ბრიტანელ მრბოლელს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე „ფორმულა 1“-ის ცნობილ ბრიტანელ მრბოლელს ზოი ვიტაკერსა და საქართველო-ბრიტანეთის სამრეწველო პალატის დირექტორს მაკო აბაშიძეს შეხვდა. 

შეხვედრაზე „ფორმულა 1“-ის მრბოლელის მონაწილეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მასშტაბური პროექტის - Driving  with  Zoe განხორციელებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საკოლექციო კლასიკური ავტომანქანებით რბოლა 26 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, თბილისის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქშია დაგეგმილი. პროექტის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ახალი კუთხით წარმოჩენა და მოგზაურობის ალტერნატიული სახეობის - კლასიკური ავტომანქანებით რბოლის პოპულარიზაციაა. 

„გვსურს, რომ კლასიკური ავტომანქანების რალიში რაც შეიძლება მეტი ქართველი და ადგილობრივი მოსახლე ჩავრთოთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩამოსვლა და რალის გამართვა  კი არა, მასში საზოგადოების ჩართვაცაა. 26 მაისი, რალის დაწყების დღედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. რალი ასევე, არის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ, რათა ნახონ, თუ რა ბიზნეს შესაძლებლობებია ქვეყანაში“, - განაცხადა ზოი ვიტაკერმა.

ბრიტანელმა მრბოლელმა ასევე, სურვილი გამოთქვა, რომ აღნიშნულ პროექტს სოციალური დატვირთვაც ჰქონდეს. კერძოდ, მისი განცხადებით, საქართველოში პროექტის უსაფრთხო ტარების პოპულარიზაციისთვის გამოყენებაა შესაძლებელი. ზოი ვიტაკერის პროექტის ფარგლებში, საქართველოზე დოკუმენტური ფილმიც მომზადდება.  

ბრიტანელი მრბოლელი საქართველოში პირველად გასული წლის აგვისტოში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს მისი პროექტის - Driving  with  Zoe საქართველოსთან  დაკავშირება  და  ქვეყნის  ტურისტული პოტენციალის  წარმოჩენა წარმოადგენდა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics