03:14 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 14:53:31, 1493 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: 14 წლამდე პირებში დანაშაულის მატება არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი უნდა დავწიოთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 14 წლამდე ასაკის პირებში დანაშაულმა იმატა, თუმცა სახეზეა  საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მატება და  არა  ძალადობრივის.

მეზვრიშვილის თქმით,  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის. მეზვრიშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პრევენციისა და  რეფერირების მექანიზმის დახვეწის  მიმართულებით აქტიურად მუშაობს:

„14 წლამდე პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ პირებში გარკვეულწილად  დანაშაულმა მოიმატა,  თუმცა საუბარია საკუთრების წინაარღმდეგ მიმარტთულ დანაშაულებზე, საბედნიეროდ  არ გვაქვს მატება ძალადობრივი დანაშაულის, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება გამოვაცხადოთ ერთადერთადერთ გამოსავლად ამ პრობლემის მოგვარების. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სოციალურ სამსაუხრებთან, ჯანდაცვის სმაინისტროსთან, განათლების  სამინისტროსთან ერთად იმაზე, რომ ცოტა სხვა მიმართულებით წავიდეთ, ვიმუშაოთ პრევენციაზე, შევთავაზოთ გარკვეული სერვისები ასეთ მოზარდებს. მანდატურების რეფორმაზე როგორც მოგეხსენებათ  უკვე განათლების  სამინისტროსთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ,  გასულ კვირას ეს საკითხები განვიხილეთ პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში და მომდევნო  კვირაში მთავრობაზე  ამ კანონპროექტის ინიცირება მოხდება, რაც ისახავს მიზნად სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს კიდევ უფრო  გაძლიერებას და მეორე მიმართულება- იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში  ვმუშაობთ რეფერირების  მექანიზმის დახვეწაზე.უახლოეს დღეებში ეს საბჭოც შეიკრიბება და  უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ამ ნაწილში აქტიურ რეჟიმში გადავალთ.საუბარია იმაზე,რომ არ მუშაობს ის სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რომლებიც გვაქვს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მეორე მიმართულებაა რეფერირების მექანიზმის დავეწა, რათა ბავშვი, 14 წლამდე მოზარდი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, გასაგებია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, მაგრამ  მთლად არ დარჩეს რეაგირების გარეშე-მოხდეს მისი რეაბილიტაცია- რესოციალიზაცია ერთის მხრივ, მეორეს მხრივ დანაშაულის პრევენცია“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics