15:10 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 13:42:48, 1560 ნახვა

სამართალი
ზაალ ანჯაფარიძე: შსს-ს თანამშრომლობა ევროპულ სამართალდამცველებთან პოზიტიური მოვლენაა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება.

მისი თქმით, სამინისტროს აქტიური თანამშრომლობა ევროპულ სამართალდამცველებთან, ევროპული ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობა ევროპულ სამართალდამცავ სტრუქტურებთან პოზიტიური მოვლენაა,  იმ კუთხით, რომ ჩვენ, ერთად, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვინტეგრირდებით ევროპულ სტრუქტურებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს  ევროპული ინტეგრაციისთვის. კარგია, რომ ევროპაში ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდობიან და იყენებენ, რაც ბუნებრივია ზრდის თანამშრომლობის ხარისხს და ურთიერთობას.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლას მხოლოდ პოზიტიურად შევაფასებდი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ თავად მინისტრმა და სამინისტრომ სწორი პოზიცია დაიკავა  როდესაც ეწინააღმდეგება მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში ლიბერალიზაციის  მცდელობებს. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაბიჯები არის მისასალმებელი”, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის, შსს-მ პარიზში კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 1 კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი დააკვეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics