2018-02-16 13:11:33, 1459 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი კომპლექსის მშენებლობა ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი ცენტრი ექნებათ, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიისთვის არის განკუთვნილი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ცალკე მიმართულება იქნება. ჩემს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თბილისის ყველა რაიონში სპორტული კომპლექსების მშენებლობა იყო და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. კომპლექსი 1500 ბენეფიციარის მომსახურებაზეა გათვლილი, სადაც კრივის არენა, ტანვარჯიშის დარბაზი, საჭიდაო მოედანი, ასევე, დიდი და საშუალო ზომის დახურული საცურაო აუზები განთავსდება. კომპლექსს ექნება კაფე და ღია ტერასა. პროექტს თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს. თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილზე მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ. (NS) ავტორი: , ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|