00:05 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 12:53:07, 1703 ნახვა

სამართალი
რკინიგზის სადგურზე, ყალბი ოქროს რეალიზების ფაქტზე სომხეთის მოქალაქეები დააკავა

პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა. 

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით ლაცაბიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რკინიგზის სადგურზე არსებული „ოქროს ბირჟის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები ყალბ ოქროს ზოდებს ყიდიდნენ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს  უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. პოლიციამ ყალბი ოქროს  ერთი ზოდი ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას და თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ლაცაბიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics