13:29 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 10:37:20, 1524 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს

ისნის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-განახლება ექვს მისამართზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა გაეცნენ. 

ქალაქ თბილისის მერია, სპორტული მოედნების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. ისნის რაიონში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე: კახეთის გზატკეცილი N44 და N3-ა, ონაშვილის ქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N 156, მეველეს ქუჩა N17 და  ქეთევან წამებულის გამზირ N91-ში, ძველი დაზიანებული მოედნების ადგილას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის სათამაშო მოედნები ეწყობა. 

პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება, დამონტაჟდება საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები, მოეწყობა ახალი ღობეები და გარე განათების  ბოძები. მოედნები ასევე, ადაპტირდება შშმ პირებისთვის.  

2018 წელს, ისნის რაიონში რეაბილიტაცია-განახლება ჯამში 10 სპორტულ მოედანს ჩაუტარდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 450 000 ლარი დაიხარჯება. სპორტული მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერები და ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. 

ისნის რაიონს გაზაფხულისთვის ექვსი რეაბილიტირებული და განახლებული, თანამედროვე სპორტული მოედანი შეემატება, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი, გაუმჯობესებული, კომფორული საცხოვრებელი გარემო შეიქმნება.  

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics