03:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 10:28:12, 1803 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია

ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია.

გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლებისა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და აღნიშნულ შეხვედრებზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საზეიმო თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით,  დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ლიტვისათვის, როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ზეიმობს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს.

,,უაღრესად სიმბოლურია, რომ წელს ლიტვა, ისევე როგორც საქართველო ზეიმობს ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს.

დაგეგმილი, საზეიმო  ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებს და კიდევ ერთხელ ისაუბროს იმ სწრაფვაზე,  იმ ღირებულებით ერთობაზე,  რაც საქართველოს  იმთავითვე

აკავშირებს ევროპულ სახელმწიფოებთან.

უაღრესად მნიშვნელოვანია,  რომ  ჩვენი ურთიერთობები  ძალიან დიდ პერიოდს ითვლის და რომ ჩვენს სახელმწიფოებს,

ჩვენს რესპუბლიკებს, ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და დღევანდელ დღეს იგივე სწრაფვით, იგივე სულისკვეთებით ჩვენი ქვეყნები ერთად ცდილობენ ააშენონ ევროპული კეთილდღეობა და ევროპული უსაფრთხოება", - აღნიშნა ფხალაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics