14:48 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 21:27:43, 1996 ნახვა

კომენტარი
გუგეშაშვილი: ჩვეულებრივად შემოვუშვი, რამდენიმე წუთში კი, მესროლა - ის ჩემს სახლში პირველად არ ყოფილა

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, მას მისი შვილის მისამართით გასროლა არ უნახავს. ამის შესახებ გუგეშაშვილმა ”პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გუგეშაშვილის თქმით, მკვლელი სახლში ჩვეულებრივად შემოუშვა, ხოლო გასროლა რამდენიმე წუთში განხორციელდა. 

"სამწუხაროდ, მე არასოდეს მიფიქრია რაიმე სიფრთხილის დაცვაზე და ადამიანი, რომელიც ცდილობდა ვითომ საქმიან კონტაქტზე გამოსვლას, სახლში ჩვეულებრივად, რამდენჯერმე შემოვუშვი. ეს ადამიანი ჩემს სახლში პირველად არ ყოფილა. დიდი შუალედით მოდიოდა. ჩვეულებრივად ზარი დარეკა და მე სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის კარი ღია მქონდა. ის არ შემოჭრილა და ჩვეულებრივად შემოვიყვანე. რამდენიმე წუთის ინტერვალით კი, მესროლა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მახსოვს, რომ მესროლეს გულის არეში და მე მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე სახლიდან გასული იყო. მესროლეს მე და ესროლეს შვილს. მაგრამ სროლის მომენტი ჩემი შვილის მიმართ მე არ მინახავს", - აღნიშნა პოლკოვნიკმა.

კითხვაზე - იყო თუ არა მკვლელი დაჭრილი, გუგეშაშვილმა უპასუხა, რომ ეს ტყუილია.

"ვერც იქნებოდა დაჭრილი. ჩუსტებით და ხალათით ვიყავი, ვერ ვესვროდი", - დასძინა მან. 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics