12:57 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 18:17:14, 1855 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი თანმხლებ პაკეტთან ერთად მეორე მოსმენით განიხილეს.  

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის წარდგენამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ  საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნებისა"  და კომიტეტის პოზიცია დააფიქსირა.

„ჩვენ უპირობოდ  ვუჭერთ მხარს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი და მდგრადი სისტემის სასწრაფოდ შექმნას. ეს კანონპროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ ამ კანონის მიღებით და შემდეგ მისი თუნდაც  ძალიან კარგი  აღსრულებით შევძლებთ შრომის უსაფრთხოების იდეალური სისტემის ჩამოყალიბებას ხვალიდანვე. მხოლოდ ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ,  ამისთვის საკმარისი არ არის. გარდა აღნიშნული კანონპროექტისა,  არის მთელი რიგი მექანიზმები, რომელიც ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა ამოქმედდეს. მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიციატორიც,  აქედანვე ვაცხადებ, იქნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

სამომავლოდ განსახორციელებელ ერთ-ერთ საკანონმდებლო ინიციატივად  მან  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ  კანონთან მიმართებაში განსახორციელებელი ცვლილებები დაასახელა. მისი თქმით, კომიტეტი იმუშავებს შესაბამისი ნორმის შექმნაზე, რათა ერთი მხრივ, გამოვლინდნენ ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ცუდი ისტორია, მეორე მხრივ, წახალისდნენ და უპირატესობა მიეცეთ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უმწიკვლო და კარგი  ისტორია.  მისივე ინფორმაციით, ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია მიღებული. 

„პარლამენტის ლეგიტიმური ინტერესია, შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ინტერესია, ეს სამუშაო ადგილები არ უქმნიდეს საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.  საკანონმდებლო გარემო, რომელსაც შევქმნით,  ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე მნიშვნელოვანი ამოცანისთვის - სამუშაო ადგილების შექმნისა და, ამასთანავე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის. სახელმწიფოს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები მიმართული უნდა იყოს  ერთ მხარეს -  ადამიანის კეთილდღეობისაკენ", -განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

მისი თქმით,  აღნიშნულ საკითხზე დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარემ,   პარლამენტი გამოაცხადა   ღია პლატფორმად.  დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც  სახელმწიფოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, საერთაშორისო პარტნიორებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, სავაჭრო პალატებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

„ყველას  შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მსჯელობაში,  თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ, რათა შევქმნათ მრავალშვილიანი, რეალური და ეფექტური შრომის უსაფრთხოების სისტემა", -აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, კანონპროექტის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა, მონიტორინგი განახორციელოს მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე. „შესაბამისად, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, გარკვეული სანქციები გამოიყენოს იმ დაწესებულებების მიმართ, რომელშიც მიმდინარეობს მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოები", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შეჯერებული პრინციპები და ცალკეული საკითხები მიმოიხილა. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის განვითარების ისტორიული ეტაპი. მან გაიხსენა  2006-2007 წლები, როდესაც კანონში შეტანილი ნეგატიური  ჩანაწერით შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების კუთხით გაუქმდა და მოიშალა ინსტიტუციური მექანიზმი.

კომიტეტის სხდომაზე ცალკეული მუხლების განხილვისას მოსაზრებები გამოთქვეს როგორც დეპუტატებმა, ასევე, პროფესიული კავშირის, საერთაშორისო და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე ლაპარაკი არც ღირს
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
„კანონპროექტი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება“ - 3 ევროპარლამენტარის განცხადება
რიჟვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics