18:41 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 17:22:40, 1771 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩის მოადგილე საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყბათშორისი საბჭოს წევრებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყბათშორისი საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, უწყებათშორისი საბჭოს ხელმძღვანელი თემურ კეკელიძე, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მრჩეველი მონიკა დორადო, გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის (GMCC) დირექტორის მოადგილე, ბრაიან უილსონი და სანაპირო დაცვის საერთაშორისო ურთიერთობების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს მიმართულების კურატორი, შუიტ ჰაბტემაიკლი დაესწრნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და ინფორმაციის გაცვლის წესის დოკუმენტი განიხილეს. აშშ-ის დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობა. აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ცენტრი ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ აშშ-ის დელეგაციას ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სამომავლო პროექტების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის უწყებათშორისი საბჭო ხელს წყობს მის საქმიანობას, უწყებათშორის თანამშრომლობას და საქართველოს ინტერესების დაცვას. უწყებათშორის საბჭოს, ასევე, მისი საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics