10:11 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 16:30:21, 1456 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას მიესალმება, თუმცა მისი დამოუკიდებლობის გარანტიებს ვერ ხედავს

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი უწყების (საგამოძიებო და საბრალდებო ფუნქციებით) შექმნა არსებული პრობლემის მოგვარების ყველაზე სრულყოფილი გზა იქნება, - ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინსპექტორის სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ინსპექტორი უნდა სარგებლობდეს ნდობისა და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით. 

"არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიება და დამნაშავე პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა თანაბრად პრობლემურია. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი მოდელი შესაძლოა ეფექტური იყოს გამოძიების ეტაპზე არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით, თუკი მოხდება კანონპროექტში არსებული რიგი პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხების კორექტირება. საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ინსპექტორი უნდა სარგებლობდეს ნდობისა და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით, რისთვისაც აუცილებელია ამ თანამდებობაზე პირის არჩევის ნებისმერ ეტაპზე უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა აქტორების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, კანონპროექტის ავტორს სთავაზობს კომისიის დაკომპლექტების უფრო პლურალისტურ წესს და ინსპექტორის არჩევისთვის უფრო მაღალი კვორუმის დადგენას.  ამასთან,  სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია შეიზღუდოს ინსპექტორად ერთი და იმავე პირის  ხელმეორედ არჩევის შესაძლებლობა, ხოლო  ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდოს.

იმისათვის, რომ ინსპექტორს ხელთ ჰქონდეს ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო  ყველა ბერკეტი, აუცილებელია,  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდეს ცვლილება, რომელიც მთავარ პროკურორს ცალმხრივად შეუზღუდავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის უგულებელყოფის შესაძლებლობას. ამასთან, კანონით უნდა განისაზღვროს ერთი მხრივ სახელმწიფო ინსპექტორის ვალდებულება – მოითხოვოს სხვა საგამოძიებო დანაყოფიდან მის ქვემდებარე დანაშაულზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემა, ხოლო მეორე მხრივ პროკურორის ვალდებულება მოთხოვნის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცეს ინსპექტორს საქმე.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საპროცესო ხელმძღვანელობის უფლების პროკურატურისთვის დატოვება ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას განსაკუთრებულად შეასუსტებს. თუ კანონპროექტის მიზანს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს, აუცილებელია, ინსპექტორის სამსახურს მიეცეს გამოძიების დამოუკიდებლად, პროკურატურის სავალდებულო მითითების გარეშე, ჩატარების შესაძლებლობა. გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვაში იგულისხმება რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა პროკურატურისგან ნებართვის მოპოვების გარეშე.

და ბოლოს, კანონპროექტის შემოთავაზებული ვერსია ქმნის ინტერესთა კონფლიქტის ცალსახა შემთხვევებს, რომლის გასანეიტრალებლადაც კანონპროექტი არ გვთავაზობს არანაირ მექანიზმს. კერძოდ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღჭურვილია საგამოძიებო უფლებამოსილებით, მეორე მხრივ, კი ის პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლზე, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლზე. აუცილებელია კანონპროექტმა შემოგვთავაზოს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმები", - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის პროცესში და იმედოვნებს, რომ მისი მოსაზრებები და შეთავაზებები აისახება კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics