18:54 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 13:01:42, 1553 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება, სადაც სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში  მონაწილეობს. მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, სადაც ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ბერატ ალბარაიქსთან და კომპანია "ბიპის" რეგიონალურ პრეზიდენტთან გარი ჯონსთან. ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, შაჰინ მუსტაფაევთან, ამავე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრთან ფარვიზ შაჰბაზოვთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროს შევჩოვიჩთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური დესპანისა და კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელ სუე საარნიოსთან.

სამხრეთის გაზის კორიდორით“ საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP)  და ტრანსადრიატიკულ (ТАР)  გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა. 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics