10:01 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 16:45:17, 2044 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ტყუილის თქმის გამო, თანამდებობა დატოვა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალბე ზეილსტრამ თანამდებობა დატოვა.

მინისტრმა, გადადგომის მიზეზად საზოგადოების მოტყუება დაასახელა. საქმე ეხება მის ორი წლის წინანდელ განცხადებას.

ხალბე ზეილსტრამ მაშინ საჯაროდ განაცხადა, რომ 2006 წელს ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დაესწრო, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის გაძლიერების სტრატეგიაზე ილაპარაკა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ამის შესახებ იცრუა და ის შეხვედრას არ დაწრებია.  შეხვედრის სესახევ კი წყაროსგან შეიტყო, რომლის ვინაობაც არ გაამხილა.

მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ პოსტს ტოვებს, რადგან არ სურს საგარეო უწყების მუშაობას ზიანი მიადგეს.

ხალბე ზეილსტრა საგარეო საქმეთა მინისტრად 2017 წლის ოქტომბერში დაინიშნა. 2006 წელს ის ნავთობკომპანია Shell-ში მუშაობდა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics