16:09 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 14:51:26, 1697 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე: მედიაორგანიზაციებთან შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით  მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაძლევს თუ არა პრეზიდენტის ვეტოს.

„როგორც მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ მქონდა შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დაძლევს თუ არ დაძლევს ვეტოს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შესახებ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია.

„კოლეგების მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია. ეს ცალსახად შეიძლება ითქვას, თუმცა, რაც შეეხება, კიდევ ერთხელ, პარლამენტის გუნდში, შიგნით არსებულ მოსაზრებებს, არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად და ამის საფუძველზე მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას ვეტოსთან დაკავშირებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics