14:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 12:52:34, 1867 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი: ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, საფრანგეთი სირიაზე დარტყმას განახორციელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მზადაა სირიაზე საჰაერო იერიში განახორციელოს.

მისი განმარტებით, ეს მაშინ მოხდება, როცა სირიის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულება იქნება.

„ჩვენ დარტყმას განვახორციელებთ იმ ადგილას, სადაც ეს იყო ჩადენილი. ჩვენ დავიცავთ იმ წითელ ხაზებს, რომლის გადაკვეთა დაუშვებელია“, - განაცხადა მაკრონიმ.

მისივე თქმით, ფრანგული მხარე ჯერჯერობით სირიაში ქიმიური იარაღის წარმოების შესახებ ფაქტობრივ მასალას არ ფლობს.

აშშ-ის ხელისუფლების ვარაუდით, რუსეთ-ამერიკის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც დამასკოს 2014 წლის ზაფხულისთვის მარაგის მთლიანად განადგურებას ავალდებულებდა, პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღის მარაგის ნაწილი არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ მის შემუშავებასაც განაგრძობს.

უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, სირიის ხელისუფლებამ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას რაიონში რამდენჯერმე გამოიყენა ქიმიური ნივთიერებები.

ამასთან, საერთაშორისო საზოგადოება ბაშარ ასადის რეჟიმს აპრილში იდლიბის პროვინციაში ქიმიურ თავდასხმაში სდებს ბრალს. მაშინ ქალაქ ხან-შეიხუნში მომწამვლელი აირის ზარინის გაშვებას 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

იანვრის ბოლოს საფრანგეთმა სანქციები დაუწესა 25 კომპანიასა და კერძო პირს, რომელიც პარიზის მიერ ეჭვმიტანილია სირიის ქიმიურ იარაღის წარმოების პროგრამის მხარდაჭერაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics